მაღალი ხელფასი და სოლიდური ბონუსი — რუდიგერმა თავისი მოთხოვნები წამოაყენა

ცნობილი გახდა, თუ რა თანხის გამომუშავება სურს "ჩელსის" ცენტრალურ მცველს, ანტონიო რუდიგერს ახალი კონტრაქტის მიხედვით.
როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, 29 წლის გერმანელს, რომელსაც "არისტოკრატებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება, 4-წლიანი კონტრაქტი სურს, სეზონში 12,5 მილიონ ევროიანი ხელფასით, 20-მილიონიან ბონუსთან ერთად.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუდიგერისადმი ინტერესს "იუვენტუსი", "რეალი", "პსჟ" და "ბაიერნი" იჩენენ. "ჩელსიმაც" გამართა მასთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ.
მიმდინარე სეზონში გამოცდილმა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად ლონდონური კლუბის მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
მოგეხსენებათ, რუდიგერი "ჩელსის" 2017 წლის ზაფხულში "რომადან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.