ვიდიჩი: "მანჩესტერ იუნაიტედმა მაგუაირი მხოლოდ მარტივ მატჩებში უნდა ათამაშოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა გუნდის ამჟამინდელი კაპიტნის, ჰარი მაგუაირის შესახებ ისაუბრა.
"ფორმასთან დაკავშირებული პრობლემები რაღაც მომენტში ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს. მეც მქონია და ცხადია, მაგუაირი ამ სეზონში საუკეთესო ფორმაში არ არის".
"პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს, ერთ-ერთი მათგანი ზოგიერთ მატჩში მისი თადარიგში დატოვებაა. შედარებით მარტივ შეხვედრებში შეიძლება მისი გამოყენება, ხოლო რთულ მატჩებში შემადგნლობის მიღმა უნდა დარჩეს".
"თავი კვლავ ძლიერ ფეხბურთელად უნდა იგრძნოს, ახლა კი ეს ასე არაა. როცა შენზე ასეთ ზეწოლას ახდენენ, როცა ხალხი შენს შეცდომებს ელოდება, ძალიან რთულია კარგად თამაში".
"არაფერია საშინელი იმაში, თუ ფეხბურთელი მწვრთნელს ეტყვის, რომ ამჟამად მოედანზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, თუ ფეხბურთელი რამდენიმე კვირას მოითხოვს იმისათვის, რათა ძალები მოიკრიბოს, კარგად ივარჯიშოს და კვლავ მზად იყოს სათამაშოდ".
"ემიუს" რიგებში საშინელი მატჩები მეც მქონია, რომელთა შემდეგაც დამშვიდება მჭირდებოდა", - ციტირებს ვიდიჩის სიტყვებს The Athletic-ი.