ბარსელონამ დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო — ესპანური მედია
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის გარემარბის, უსმან დემბელეს შენარჩუნებას გეგმავს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
ფეხბურთელის აგენტებთან შეხვედრის შემდეგ, კატალონიურ გრანდში დარწმუნდნენ, რომ 24 წლის ფრანგს ჯერ არცერთ სხვა კლუბთან არ გაუფორმებია კონტრაქტი.
ამავდროულად, როგორც აღინიშნება, ფეხბურთელს რამდენიმე სარფიანი შეთავაზება აქვს, მათ შორის "პსჟ"-სგანაც.
თუმცა, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა დემბელესთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ვარიანტების ძიებას ეცდება.
კლუბისა და უსმანის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა შემტევს "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.