ნუნიესისთვის ბრძოლაში 3 მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა, ბენფიკა დიდ ფულს ითხოვს

"ბენფიკას" თავდამსხმელმა, დარვინ ნუნიესმა კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგის ან ლიგა 1-ის კლუბში გააგრძელოს.
ლისაბონელთა 22 წლის ურუგვაელით ბევრი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ახლა მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტები "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "პსჟ" არიან, წერს The Athletic-ის ჟურნალისტი, დავიდ ორნშტეინი.
"ბენფიკას" პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სანაცვლოდ, რომელსაც ამ სეზონში 24 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი, დაახლოებით 70 მილიონი ევროს მიღება უნდა და მზადაა იგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაყიდოს.
ჯერჯერობით, "ემიუს", "ჩელსისა" და "პსჟ"-ს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ, მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკებები გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ნუნიესს "ბენფიკასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.