ავტორიზაცია

დასჯის თუ არა მანჩესტერის ხელმძღვანელობა რონალდუს ბავშვის ინციდენტის გამო?

დასჯის თუ არა მანჩესტერის ხელმძღვანელობა რონალდუს ბავშვის ინციდენტის გამო?
თარიღი 11 აპრ 2022, 23:49

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანუ რონალდუს „ევერტონის“ გულშემატკივრის ტელეფონის გატეხვისთვის არ დასჯის.

მომხდარის შემდეგ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და გულშემატკივარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ უახლოეს საშინაო მატჩზე დაპატიჟა.

როგორც The Sun იტყობინება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა რონალდუს მომხდარის გამო არ დასჯის, კლუბი კმაყოფილია იმ ბოდიშით, რომელიც პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში მოიხადა.

როგორც ცნობილია, „ევერტონის“ გულშემატკივარი აუტიზმით და დიპრაქციით არის დაავადებული.