ავტორიზაცია

ინსინიეს შემდეგ, ლოზანოც წავა - კვარაცხელია ნაპოლის კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება

ინსინიეს შემდეგ, ლოზანოც წავა - კვარაცხელია ნაპოლის კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება
თარიღი 12 აპრ 2022, 11:24

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლორენცო ინსინიეს გარდა, "ნაპოლის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ირვინ ლოზანოც დატოვებს. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში არის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან.

"შანსი, რომ პირველ ივლისს, "ნაპოლიმ" კვარაცხელია დაარეგისტრიროს, მაღალია. ჩვენ მასზე დადებითად ვსაუბრობთ და არაა გამორიცხული, რომ მან ლოზანო ჩაანაცვლოს".

"ირვინს ახალი გამოცდილების მიღება სურს და შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს დაემშვიდობოს", - წერს იტალიური გამოცემა მექსიკელის შესახებ.

ქართველი გარემარბის მოსალოდნელი ტრანსფერი ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა: "ნაპოლი კვარაცხელიასა და ოლივეირას ტრანსფერების დახურვას უახლოვდება".

"როგორც მოსალოდნელი იყო, "ტოტენჰემის" ყოფილი სამიზნე მზადაა იტალიური კლუბის წინადადებას დათანხმდეს", - ამბობს რომანო. ევროპული პრესის ცნობით, ბათუმის "დინამოს" ვინგერი "პარტენოპეისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.