ავტორიზაცია

"ნაპოლიმ უკვე დახურა ორი ტრანსფერი, მათ შორის კვარაცხელიაც", - იტალიელი ჟურნალისტი

"ნაპოლიმ უკვე დახურა ორი ტრანსფერი, მათ შორის კვარაცხელიაც", - იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 10 Apr 2022, 17:05

Mediaset-ის ჟურნალისტმა, ნიკოლო ჩეკარინიმ "ნაპოლის" მომავალი ტრანსფერების შესახებ Tuttomercatoweb-ში დაწერა. იტალიელი რეპორტიორი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო:

"ნაპოლი" ფინიშის სწორზეა კონცენტრირებული, ჩემპიონატის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს და ამისათვის კარგი შანსი აქვს, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე აქედანვე აქტიურობს".

"ორი შენაძენი უკვე გზაშია. ინსინიეს შემცვლელი კვარაცხელია იქნება, რომელსაც ხუთსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ და ეს კლუბს 10 მილიონი ევრო, პლიუს ბონუსები დაუჯდება".

"მეორე ოლივეირაა "ხეტაფედან", რომელიც "პარტენოპეიდან" წასასვლელად გამზადებულ გულამს დაცვის მარცხენა ფლანგზე ჩაანაცვლებს", - წერს ჩეკარინი "აძურის" ტრანსფერებზე.

აქვე დავამატებთ, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი გარემარბით ინტერესდებოდა "რომაც", თუმცა "ლურჯებმა" სატრანსფერო ბრძოლა მოიგეს.