ავტორიზაცია

კობიაშვილი: "სწორედ კვარაცხელიას მსგავსმა ფეხბურთელმა უნდა დააბრუნოს ქომაგი ეროვნული ლიგის მატჩზე"

კობიაშვილი: "სწორედ კვარაცხელიას მსგავსმა ფეხბურთელმა უნდა დააბრუნოს ქომაგი ეროვნული ლიგის მატჩზე"
თარიღი 10 Apr 2022, 16:12

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო, სადაც მან ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა:

"ჩვენ აღარ გვყავს ლიდერი კანკავას სახით. მისი შეცვლა, როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა, ადვილი არაა. ასევე, ალბანეთთან კვარაცხელია არ იყო, ამ დროს სხვა მოთამაშეებმა თავის თავზე უფრო მეტი უნდა აიღონ".

"მიუხედავად იმისა, რომ კვერკველიას, ხვიჩას და ზურიკოს ჩამოსვლა დროებითია, გულშემატკივარი სტადიონზე ასეთ ფეხბურთელებს მოყავთ. მეორეს მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ ეს მოთამაშეები ივნისში საქართველოს ნაკრების მატჩებს კარგ ფორმაში ხვდებიან".

"როცა ჩაკვეტაძე "ჰამბურგის" სასტარტოში თამაშს იწყებდა, თავდაჯერებული არ ჩანდა, თავის თავზე უფრო მეტს არ იღებდა, სულ ცდილობდა იოლი პასით გამოსულიყო".

ხოლო როცა შეცვლაზე გამოდიოდა, მაშინ უფრო პროდუქტიული იყო. მან იცის, რომ ეს რთული გზა უნდა გაიაროს. გიორგის გუნდში ხედავენ, მას გუნდში აფასებენ".

"ქართველ შემტევ ნახევარმცველს თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, სეზონის დარჩენილ ნაწილს მაქსიმალურად გამოიყენებს, რომ ივნისის მატჩებს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდეს", - განაცხადა ქართველმა ფუნქციონერმა.