სანიოლი: "კვარაცხელია რიბერის მაგონებს, ის დორტმუნდსაც იდეალურად მოერგებოდა"
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Bild-თან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ განცხადება გააკეთა:
"ჩვენი მთავარი ტალანტი კვარაცხელიაა. სათამაშო სტილით ის რიბერის ჰგავს. ხვიჩა ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს და ხშირად რისკავს. არის სწრაფი და პასებს უსაფრთხოდ აკეთებს".
"ის "რუბინს" დატოვებს და ეს მნიშვნელოვანია. ქართველმა გარემარბმა ახალ კლუბში რეგულარულად უნდა ითამაშოს. ის ბუნდესლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა".
"21 წლის ასაკში შესაძლოა "ბაიერნის" დონე არ იყოს, თუმცა "დორტმუნდს", "ლევერკუზენს" ან "გლადბახს" იდეალურად მოერგება", - განაცხადა ფრანგმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამოს" ვინგერს "ნაპოლიში" გადასვლას უწინასწარმატყველებენ. იტალიური პრესის ცნობით, აჭარელთა მე-20 ნომერი "პარტენოპელებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.