"კალაძის შემდეგ, სერია ა-ში კვარაცხელიას დრო დგება", - იტალიური პრესა
Corrieredellosport-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. იტალიურმა გამოცემამ პარალელი გაავლო ახალგაზრდა ქართველ გარემარბსა და კახა კალაძეს შორის, რომელიც "მილანში" თამაშობდა.
"კალაძე "მილანსა" და "ჯენოაში" თამაშობდა. წლების განმავლობაში ის ორივე გუნდისთვის დაცვის ჯოკერი იყო. კახა არის ყველაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც სერია ა-ში უთამაშია".
"ახლა კი კვარაცხელიას დროა. ის არის მარცხენა გარემარბი, რომელიც "პარტენოპეიმ" აღმოაჩინა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჯუნტოლიმ "დინამოს" ხელმძღვანელებთან თითქმის ყველა დეტალი შეათანხმა".
"ხვიჩა ახალი სეზონიდან იტალიურ გუნდს შეუერთდება. ის გატაცებულია იტალიით, აირჩია "აძური" და სკუდეტოსთვის ბრძოლაში კლუბისთვის შესაძლოა მთავარი სიურპრიზი გახდეს".
"ქართველ ვინგერს შეუძლია ინსინიეს მიერ დატოვებული მემკვიდრეობა ღირსეულად გააგრძელოს. "ლურჯები" მზად არიან ამ ნიჭში რვა მილიონი ევრო გადაიხადონ და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმონ", - წერს Corrieredellosport-ი.