ავტორიზაცია

"კვარაცხელიასთვის მოურინიოს რომაც იბრძოდა, თუმცა ხვიჩამ არჩევანი სხვა გუნდზე შეაჩერა" - იტალიური პრესა

"კვარაცხელიასთვის მოურინიოს რომაც იბრძოდა, თუმცა ხვიჩამ არჩევანი სხვა გუნდზე შეაჩერა" - იტალიური პრესა
თარიღი 09 აპრ 2022, 19:51

გამოცემა Napolipiu-მ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" მოსალოდნელი გადასვლის შესახებ დაწერა. პრესამ აღნიშნა, რომ ქართველი გარემარბისთვის ბრძოლაში "პარტენოპეიმ" "რომას" აჯობა.

"უკვე შეგვიძლია კვარაცხელია "ნაპოლის" ფეხბურთელად მივიჩნიოთ, ოფიციალური განცხადება ივნისში გაკეთდება, თუმცა გარიგება უკვე საბოლოოდ დასრულებულია".

"ბოლო დღეებში ჩვენამდე არაერთი სანდო ინფორმაცია მოვიდა, რომლის მიხედვითაც, ის იტალიური გუნდში გამოჩნდება. როგორც ჩანს, "რომამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულებულიყო, მაგრამ ხვიჩამ არჩევანი უკვე გააკეთა".

"ის ინსინიეს შემცვლელად მოიაზრება, თუმცა ყველაფერი მაინც გამოჩნდება, რადგან ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს არ ჰგავს", - წერს Napolipiu ბათუმის "დინამოს" ვინგერის შესახებ.

იტალიური პრესის ცნობით, 21-წლის ფლანგელი "აძურისთან" გააფორმებს ხუთწლიან ხელშეკრულებას, ყოველწლიური ანაზღაურების სახით კი დაახლოებით 1.1 მილიონს მიიღებს.