ავტორიზაცია

"ბარსელონა მესის გარეშეც მოიგებდა ტიტულებს, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც მოვიგეთ", - გვარდიოლა

"ბარსელონა მესის გარეშეც მოიგებდა ტიტულებს, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც მოვიგეთ", - გვარდიოლა
თარიღი 12 აპრ 2022, 13:46

პეპ გვარდიოლამ ლიონელ მესისთან მუშაობის მოგონებები გააზიარა: "მან გამხადა უფრო კონკურენტუნარიანი. მან იცის, რომ "ბარსელონაში" იყო საოცარი მოთამაშეების ჯგუფი".

"ისინი დაეხმარნენ მას. მე ვლაპარაკობ იმ დროზე, როცა ერთად ვიყავით. ყოველთვის ვამბობდი: "ბევრი ვარსკვლავი იყო და ერთ მომენტში, ყველასთვის იდეალური, ყველანი ერთდროულად ვიყავით".

"ეს უნდა მომხდარიყო. მესი ათი ნომერი, საუკეთესო ასაკში იყვნენ ანდრეს ინიესტა, ჩავი, პუიოლი, შესანიშნავი ვეტერანები, რომლებმაც თავიანთი როლი შეასრულეს. ქიმია, რომელიც მათ შორის ჩამოყალიბდა, ცხოვრებაში ერთხელ ხდება".

"ბევრი მოვიგეთ, მის გარეშეც მოვიგებდით. მაგრამ ამდენი შეუძლებელია. დროთა განმავლობაში დავიწყე მესის მაიკლ ჯორდანის შედარება, ისეთი განცდა მქონდა, როგორიც ფილ ჯექსონმა განიცადა ჯორდანის მიმართ", - განაცხადა გვარდიოლამ.