"კვარაცხელიამ ნაპოლიში სამედიცინო შემოწმება გასაიდუმლოებულ ადგილას გაიარა", - იტალიური პრესა
Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერს აანონსებს. იტალიური გამოცემის ცნობით, საქმე უკვე ქართველი გარემარბის სამედიცინო შემოწმების გავლამდეა მისული.
"ნაპოლიმ" კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით წინ წაიწია. გარიგების ოფიციალურად გამოსაცხადებლად და კონტრაქტის გასაფორმებლად პირველ ივლისამდე მოცდა დარჩა".
"მასთან ხელშეკრულება შეთანხმებულია და მან სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპიც გაიარა. კლუბი ფარულად მოქმედებდა, ხვიჩას წარმომადგენლებსა და მის აგენტს რამდენჯერმე შეხვდა".
"შემდეგ ტრანსფერი დაიხურა. ის "პარტენოპეისთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით, სეზონში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ქართველმა სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი უკვე გაიარა და ეს გასაიდუმლოებულ ადგილას მოხდა", - წერს Corriere