რონალდო: "ბარსელონაში 4 წლით დარჩენაზე მოვილაპარაკე, თუმცა შემდეგ პრეზიდენტმა დამირეკა"
ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდომ „ბარსელონადან“ „ინტერში“ გადასვლა გაიხსენა.
რონალდო კატალონიურიდან მილანურ გუნდში 1997 წელს გადავიდა და იქ 2002 წლამდე დარჩა, საიდანაც შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადაბარგდა.
„ბარსელონასთან“ ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი შევათანხმე, თუმცა ოთხ დღეში პრეზიდენტმა დამირეკა და მითხრა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლებელია.
მან მითხრა, რომ შემიძლია, სხვა გუნდებთანაც გავმართო მოლაპარაკებები.
„ნერაძურიმ“ სწრაფი რეაგირება მოახდინა და გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. იტალიის ჩემპიონატი იმ დროს მართლაც მსოფლიოს საუკეთსო იყო.“ - აღნიშნა ბრაზილიელმა.