ანჩელოტი: "ამბობდნენ, ესპანური კლუბები ინგლისურ გუნდებზე სუსტები არიანო"
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" გამართული საპასუხო 1/4 ფინალური შეხვედრის შედეგი შეაფასა.
მოგეხსენებათ, ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა იმარჯვეს (3:1, 2:3) და მომდევნო რაუნდში "მანჩესტერ სიტი" - "ატლეტიკოს" წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
"გაგვიჭირდა. ვფიქრობ, გოლის გატანის სურვილი არ გვქონდა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა".
"მეორე გოლი დამსახურებული იყო, 0:3-ის შემდეგ კი გავთავისუფლდით და წარმატებისთვის მთელი ძალები გავიღეთ. საბოლოო ჯამში, გამარჯვება დავიმსახურეთ. 0:3-ის შემდეგ თავი უფრო თავისუფლად ვიგრძენით და მსოფლიომ ამ სტადიონის მაგია, ამ კლუბის ჯადოქრობა დაინახა".
"ამბობდნენ, ესპანური კლუბები ინგლისურ გუნდებზე სუსტები არიანო და ორი ესპანური კლუბი გავიდა ნახევარფინალში", - აღნიშნა ანჩელოტიმ Movistar-ის ეთერში.