ავტორიზაცია

ტუხელი: "ჩელსიმ ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა, უბრალოდ არ გაგვიმართლა"

ტუხელი: "ჩელსიმ ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა, უბრალოდ არ გაგვიმართლა"
თარიღი 13 Apr 2022, 11:33

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გამართული მატჩის შედეგი შეაფასა.

მოგეხსენებათ, ლონდონელები ორი მატჩის ჯამში დამარცხდნენ (1:3, 3:2) და ტურნირს 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშნენ.

"მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ასეთი წაგება მისაღებია, ამიტომაც სანანებელი არაფერი გვაქვს. ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ოსტატობა და ხასიათი გამოვავლინეთ, მომდევნო რაუნდში გასვლა დავიმსახურეთ. მაგრამ დღეს უბრალოდ არ გაგვიმართლა".

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი თამაში, თავდადება, გეგმის მიხედვით მოქმედება, დისციპლინაა. ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. ვაფასებ ფეხბურთელებს".

"რთულია ამ სტადიონზე თამაში, როცა გასატანი და მოსაგები გაქვს. მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ".

"ორივე გაშვებული გოლი შეტევის დაწყებისას დაშვებული სერიოზული შეცდომების შედეგია. ბურთის დაბრუნებისთანავე მისი დაკარგვა ყველაზე სახიფათო სიტუაციაა. ორჯერ დავუშვით ეს შეცდომა".

"სანანებელი არაფერი გვაქვს. პირველ მატჩში კრიტიკული შეცდომების შემდეგ დიდი ჩამორჩენა უნდა აღმოგვეფხვრა. მეტოქემ ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ისარგებლა და ეს საკმარისი აღმოჩნდა. ორი მატჩისთვის ზედმეტად ბევრი მნიშვნელოვანი შეცდომა დავუშვით", - თქვა ტუხელმა.