ბრწყინვალე მიღწევა — კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
"რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ზედიზედ ოთხი ათწლეულია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადის.
მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მადრიდულმა გრანდმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში "ჩელსი" დაამარცხა (2:3, 3:1).
ასე და ამგვარად, ანჩელოტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელიც ზედიზედ ოთხი ათწლეულია 1/2 ფინალურ ეტაპს აღწევს.
1999 წელს "პაპა კარლომ" ნახევარფინალში "იუვენტუსი" გაიყვანა, 2003, 2005, 2006 და 2007 წლებში - "მილანი", 2014, 2015 და 2022 წლებში კი - "რეალი". საერთო ჯამში, მის აქტივში 8 ნახევარფინალია.
"მილანთან" ერთად ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (2003 და 2007 წლებში), "რეალთან" ერთად კი - ერთხელ (2014 წელს).