3 გოლი რონალდუმდე — კარიმ ბენზემა ისტორიულ რეკორდს უმიზნებს
"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" (2:3 დ.დ) გამართულ საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში თავის გამოჩენა მოახერხა.
ასე და ამგვარად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშების ფლეი ოფში 34 წლის ფრანგ ფორვარდს უკვე 7 გოლი დაუგროვდა.
ჩემპიონთა ლიგის ერთ ფლეი ოფში გატანილი ბურთების რაოდენობით რეკორდსმენი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 2017 წელს "სამეფო კლუბის" მაისურით მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილს ლიონელ მესი იკავებს 8 გოლით. მესამეზე, ბენზემას მსგავსად, ნეიმარია - 7 გოლი.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალი" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ სიტის" წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.