ავტორიზაცია

ტუხელი ალონსოს გაუქმებულ გოლზე: "არ მესმის, თავად არბიტრმა რატომ არ გადახედა ამ ეპიზოდს"

ტუხელი ალონსოს გაუქმებულ გოლზე: "არ მესმის, თავად არბიტრმა რატომ არ გადახედა ამ ეპიზოდს"
თარიღი 13 აპრ 2022, 13:26

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (3:2) გამართულ საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში "არისტოკრატთა" მცველის, მარკოს ალონსოს გაუქმებულ გოლზე განცხადება გააკეთა.

"მომენტი არ მინახავს, მაგრამ არბიტრს ვუთხარი, რომ არ მესმის, თავად რატომ არ გადახედა ამ ეპიზოდს", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს "არისტოკრატთა" ოფიციალური საიტი.

"მსგავსი დონის მატჩში თითოეული სასტვენი მნიშვნელოვანია. სწორედ მსაჯს უჭირავს მინდორზე თამაშის სადავეები და მხოლოდ დამხმარის აზრს არ უნდა დაეყრდნოს, რომელიც ცალკე ოთახში ზის და ბოლომდე ვერ გრძნობს მატჩის ატმოსფეროს და მსაჯის მიერ არჩეულ სტილს".

"დამოუკიდებლად უნდა შეემოწმებინა ეს ეპიზოდი, რათა შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების ახსნა შეეძლოს. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია", - დასძინა ტუხელმა.