ავტორიზაცია

ალბიოლი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლაზე: "ვილიარეალისთვის ეს დიდი მიღწევაა"

ალბიოლი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლაზე: "ვილიარეალისთვის ეს დიდი მიღწევაა"
თარიღი 13 აპრ 2022, 13:31

"ვილიარეალის" კაპიტანმა, რაულ ალბიოლმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ესპანურმა კლუბმა 1/4 ფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში "ბაიერნი" დაამარცხა (1:0, 1:1).

"უბრალოდ წარმოუდგენელია! ძალების მაქსიმუმი გავიღეთ. ეს გამარჯვება მთელ გუნდს ეკუთვნის", - ციტირებს გამოცდილი მცველის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"ორივე მატჩში ბევრი ოფლის დაღვრა მოგვიწია, მაგრამ ნახევარფინალში მაინც გავედით - ეს "ვილიარეალისთვის" დიდი მიღწევაა".

"ვიცოდით, რომ გრძელი 90 წუთი იქნებოდა და გაგვიჭირდებოდა", - დასძინა ალბიოლმა.