ავტორიზაცია

"რთულია ამ შედეგთან შეგუება, არც კი ვიცი, რა ვთქვა", - მიულერი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ

"რთულია ამ შედეგთან შეგუება, არც კი ვიცი, რა ვთქვა", - მიულერი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ
თარიღი 13 აპრ 2022, 13:45

"ბაიერნის" თავდამსხმელი, ტომას მიულერი მიუნხენური გრანდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში "ვილიარეალთან" (0:1, 1:1) დამარცხდა.

"თუ მხოლოდ დღევანდელ მატჩზე ვისაუბრებთ და პირველ შეხვედრას არ ჩავთვლით, მომდევნო ეტაპზე დამაჯერებლად უნდა გავსულიყავით. რთულია ამ შედეგთან შეგუება. არც კი ვიცი, რა ვთქვა".

"რთულია, როცა ასეთი თამაშის შემდეგ გოლს მატჩის ბოლოს უშვებ. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის წყალობით, თავიდანვე ვცდილობდით ზეწოლის მოხდენას. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა".

"მეტოქის კართან უკეთესად უნდა ვითამაშოთ", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი მიულერის სიტყვებს.