ავტორიზაცია

რუდიგერი: "ჩელსი არ დანებდა, ცოტა გუნდს თუ შეუძლია ბერნაბეუზე ამხელა უპირატესობის ფლობა"

რუდიგერი: "ჩელსი არ დანებდა, ცოტა გუნდს თუ შეუძლია ბერნაბეუზე ამხელა უპირატესობის ფლობა"
თარიღი 13 აპრ 2022, 14:14

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ლონდონური კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატები" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში "რეალთან" დამარცხდნენ (1:3, 3:2 დ.დ).

"პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ არ დავნებდით. ცოტა გუნდს თუ შეუძლია "ბერნაბეუზე" ამხელა უპირატესობის ფლობა".

"მაგრამ თუ ორ მატჩზე ვისაუბრებთ, ისეთი შეცდომების გამო, რომლებიც ჩვენ დავუშვით, ყოველთვის ისჯებიან. ინიციატივას ვფლობდით და პანიკაში არ ვყოფილვართ".

"მეორე ნახევარში ორი გოლი გავიტანეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო", - ციტირებს რუდიგერის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.