ავტორიზაცია

"საწყენია, რომ გოლი მატჩის მიწურულს გავუშვით", - კანი ბაიერნის ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვას გამოეხმაურა

"საწყენია, რომ გოლი მატჩის მიწურულს გავუშვით", - კანი ბაიერნის ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვას გამოეხმაურა
თარიღი 13 აპრ 2022, 14:22

"ბაიერნის" გენერალური დირექტორი, ოლივერ კანი მიუნხენური გრანდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" 1/4 ფინალურ ეტაპზე "ვილიარეალთან" (0:1, 1:1) დამარცხდა.

"მატჩის მიწურულს გოლის გაშვება საწყენია. შეგვეძლო ანგარიში 2:0 გაგვეხადა, მიულერს შესანიშნავი საგოლე მომენტი ჰქონდა".

"მაგრამ გუნდი არაფერშია დამნაშავე. ბოლომდე დაიხარჯა", - ციტირებს კანის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, "ვილიარეალი" ნახევარფინალში "პორტუ" - "ლივერპულის" წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.