ავტორიზაცია

VIDEO: ტერ შტეგენზე და ობლაკზე წინ - მამარდაშვილმა ტურის საუკეთესო სეივის ნომინაციაში გაიმარჯვა

თარიღი 13 აპრ 2022, 19:26

ლა ლიგის განვლილ ტურში "ვალენსია" ესტუმრა "რაიო ვალეკანოს", რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 1:1. "ღამურების" არწაგებაში უდიდესი როლი გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა.

ქართველი მეკარე თამაშობდა საიმედოდ, ერთ-ერთ ეპიზოდში კი დასამახსოვრებელი სეივით გამოირჩა. "მურსელაგოსის" გოლკიპერის მომენტი ლა ლიგის სოციალურმა ქსელებმაც გამოარჩიეს.

საქმე ისაა, რომ ტურის საუკეთესო სეივის ნომინაციაში გამარჯვებული გამოვიდა სწორედ 22-წლის კარის დარაჯი, რომელმაც აჯობა ისეთ მეკარეებს, როგორებიც არიან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და იან ობლაკი.

ამის გარდა, "ლოს ჩეს" 28-ე ნომრის მისამართით ქებას არ იშურებენ Marca და As-ი, რომლებიც მას ქართულ კედელს უწოდებენ. მამარდაშვილის სეივი შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ.