ხოსეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა
ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თავისი გუნდი კარიერაში მეცხრედ გაიყვანა.
მისმა „მანჩესტერ სიტიმ“ „ატლეტიკოს“ ორ მატჩში 1:0 მოუგო და ისტორიაში მესამედ შეძლო ნახევარფინალში გასვლა.
კონკრეტულად გვარდიოლასთვის ეს ლიგაზე კარიერაში მე-9 ნახევარფინალი იქნება და ამ მაჩვენებლით ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა და უკან ჩამოიტოვა ისეთი მწვრთნელები, როგორებიც კარლო ანჩელოტი და ჟოზე მოურინიო არიან.
ეს ორი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 8-8-ჯერ არიან გასულები. საინტერესოა, რომ ანჩელოტიმ მერვედ ნახევარფინალში გასვლა გუშინ „ჩელსის“ დამარცხებით შეძლო.