ავტორიზაცია

"რეალმა და ვილიარეალმა აჩვენეს, რომ ლა ლიგა პრემიერ ლიგას არაფრით ჩამოუვარდება", - ხავი

"რეალმა და ვილიარეალმა აჩვენეს, რომ ლა ლიგა პრემიერ ლიგას არაფრით ჩამოუვარდება", - ხავი
თარიღი 14 აპრ 2022, 11:43

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ პრემიერ ლიგა და ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგის მატჩების ფონზე შეადარა: "მადრიდის "რეალმა" და "ვილიარეალმა" საერთო ჯამში "ჩელსი" და "ბაიერნი" დაამარცხეს".

"ევროთასების ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ. ეს მოვლენები ადასტურებს, რომ ლა ლიგა არც ისე ჩამორჩება პრემიერ ლიგას. როგორც არ უნდა იყოს, ლა ლიგა ყოველთვის ლა ლიგად დარჩება".

"ყოველთვის ძლიერი იქნება. ორივე მატჩი ვნახე. ფეხბურთის მოყვარული ვარ. "ბარსელონას" საბოლოო მიზანი კი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. სხვათა შორის, "ვილიარეალი" ახლა შეიძლება დიდ კლუბად ჩაითვალოს, არა?".

"დიდი კლუბების სიაში უნდა მოხვდეს", - განაცხადა ხავიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს, "ბარსელონა" ევროპა ლიგის ფარგლებში საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის "აინტრახტს" მიიღებს.