კანის განცხადების მიუხედავად, ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლა მაინც აქტუალურია
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ კანმა სამშაბათს განაცხადა, რომ კლუბი არ დაშორდება თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულში.
ეს არ არის ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონელი ფორვარდი "ბაიერნში" დარჩება. ეს კანმა თქვა მანამ, სანამ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდებოდა.
ეჭვგარეშეა, რომ ეს რჩება ყველაზე დიდ ტურნირად როგორც "ბაიერნისთვის", ასევე ლევანდოვსკისთვის და "ვილიარეალთან" გამოვარდნა უდიდეს მოულოდნელობად დარჩა.
ლევანდოვსკის შესახებ ახალი ჭორები დადის. RMC Sport-ის ცნობით, თავდამსხმელი ჯერ კიდევ ზაფხულში კლუბის დატოვების მომხრე იყო, საბოლოო გადაწყვეტილება კი მაისში იქნება მიღებული.