"ბო*ის შვილი", - გუშინდელი მატჩის ბოლოს ატლეტიკოს გულშემატკივრებმა გვარდიოლას ობსტრუქცია მოუწყვეს

"ატლეტიკოს" გულშემატკივრები "მანჩესტერ სიტისთან" გამართული მატჩის მიწურულს ხოსეპ გვარდიოლას შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური დაპირისპირება 0:0 დასრულდა. ნახევარფინალში ინგლისური კლუბი გავიდა, რომელმაც პირველი შეხვედრა შინ 1:0 მოიგო.
გუშინდელი მატჩის ბოლოს ესპანელ სპეციალისტს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა სერიოზული ობსტრუქცია მოუწყვეს.
როგორც სტადიონზე მყოფი ჟურნალისტი, მიგელ დილეინი იუწყება, პეპისადმი მთელი სტადიონი უხამს სიტყვებს სკანდირებდა: "ბო*ის შვილი, პეპ გვარდიოლა".
მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრა ისეთი დაძაბული გამოდგა, რომ ძირითად დროს მთავარმა მსაჯმა 10 წუთზე მეტი დაამატა.