"1/2 ფინალი რეალის წინააღმდეგ? ისინი ჩემპიონთა ლიგის მეფეები არიან", - გვარდიოლა
პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის "რეალთან" შეხვედრაზე ისაუბრა. ტურნირის 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" ორ მატჩში "ატლეტიკო" (1:0) დაამარცხა. მეორე მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.
"ისინი ამ ტურნირის მეფეები არიან. ჩვენთვის ეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ნახევარფინალია, მაგრამ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც მეორე ტაიმში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, შანსი არ გვექნება".
"ჩვენ უნდა ვეცადოთ ვითამაშოთ ისე, როგორც მანჩესტერში პირველ მატჩში ვითამაშეთ და ასევე გამოვიყენოთ ის შანსები, რაც გასვლით პირველ ტაიმში გვქონდა. ესპანეთში "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ჩამოვედით".
"მოსამზადებლად დრო არ გვქონდა. "ატლეტიკო" ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ძალიან რთული იყო. ჩვენ გავძელით", - განაცხადა "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა. პირველი მატჩი "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალს" შორის 26 აპრილს გაიმართება.