"ჩელსის რეალთან სასწაულის მოხდენამდე სულ რაღაც 10 წუთი დააკლდა", - ვერნერი
ტიმო ვერნერმა ისაუბრა მას შემდეგ, რაც "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგას მადრიდის "რეალმა" გამოთიშა: "სახლში 3-1 მარცხიდან დაქამბექება შესანიშნავია. 3-0-ზე ყველაფერი გვქონდა, რაც გვჭირდებოდა".
"უფრო შორს წასვლის შანსი გვქონდა, მაგრამ მადრიდის "რეალს" მუდმივად ვერ გააჩერებ. ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ ყველაფერი ვცადეთ ჩვეულებრივ დროში და დამატებით დროშიც".
"საშინაო თამაშმა ყველაფერი შეცვალა. გასვლითი თამაში თითქმის მშვენივრად ვითამაშეთ, ამიტომ დიდი იმედგაცრუებაა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ძალისხმევა დავხარჯეთ და როგორ ვითამაშეთ".
"როცა გოლი აღვნიშნე, მეგონა ეს იყო. შეგვეძლო ადრე გაგვეტანა, 3-0-ზე გაგვეტანა, მაგრამ არბიტრმა ამის საშუალება არ მოგვცა. ამაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ გოლის გატანის შემდეგ ვიფიქრე, რომ უფრო შორს წავედით", - განაცხადა ვერნერმა.