"შესანიშნავი ფეხბურთელია", - ხავი ბარსელონაში ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"გასაგებია, რასაც მეკითხებით, მაგრამ ახლა ამის განხილვის დრო არ არის", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.
"შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მომავალ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები", - დასძინა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელმა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს შეუთანხმდა.
მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დღეს ევროპა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით "აინტრახტს" დაუპირისპირდება (პირველი მატჩი - 1:1).