ავტორიზაცია

რეშფორდს ზაფხულისთვის სერიოზული მსურველი ჰყავს — ბრიტანული მედია

რეშფორდს ზაფხულისთვის სერიოზული მსურველი ჰყავს — ბრიტანული მედია
თარიღი 14 აპრ 2022, 18:38

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა კარიერა შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერენ ბრიტანულ მედიაში.

24 წლის ინგლისელით "პსჟ" ინტერესდება, რომელიც მისი ყიდვის შესაძლებლობას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განიხილავდა.

თავის მხრივ, "ეშმაკუნები" გასულ ზაფხულს მზად იყვნენ პარიზელთა ფორვარდ კილიან მბაპეს ტრანსფერზე შეთავაზება გაეკეთებინათ, თუმცა ამ უკანასკნელმა "რეალის" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

"პსჟ" კი მაშინ ყოველი შემთხვევისთვის რეშფორდს შეუთანხმდა, რომელიც დღემდე კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

ამ სეზონში მარკუსმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ყველა ტურნირზე ერთად მან 28 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.