ავტორიზაცია

AS: რეალი ტჩუამენის შეძენაში დარწმუნებულია, ტრანსფერის სავარაუდო ფასიც ცნობილია

AS: რეალი ტჩუამენის შეძენაში დარწმუნებულია, ტრანსფერის სავარაუდო ფასიც ცნობილია
თარიღი 14 აპრ 2022, 19:50

"რეალი" "მონაკოს" ნახევარმცველის, ორელიენ ტჩუამენის ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი.

22 წლის ფრანგი მადრიდული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ბოლო კვირებში მხარეებმა მოლაპარაკებებში საგრძნობ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა სატრანსფერო ფასზე ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან.

სავარაუდოდ, ტჩუამენის შეძენა "რეალს" დაახლოებით 65 მილიონი ევრო დაუჯდება. მადრიდელები მის ყიდვაში დარწმუნებულები არიან.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრების წევრს "მონაკოსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ორელიენმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.