ავტორიზაცია

ხავი: "ბარსელონას გმირობა საკმარისი არ აღმოჩნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

ხავი: "ბარსელონას გმირობა საკმარისი არ აღმოჩნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ"
თარიღი 15 აპრ 2022, 10:11

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ევროპა ლიგაზე "აინტრახტთან" (2:3) გამართული საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შედეგი შეაჯამა.

მოგეხსენებათ, ორი მატჩის ჯამში ფრანკფურტელებმა 4:3 იმარჯვეს და კატალონიური გრანდი ტურნირს გამოთიშეს.

"ჩვენი გმირობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ვაგებდით, მაგრამ ჩამორჩენის ერთ ბურთამდე შემცირება მოვახერხეთ", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებლის სიტყვებს Marca.

"კარგად ვერ ვითამაშეთ, არ ვიცოდით, როგორ უნდა გვემოქმედა შეტევაში. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ევროთასებზე ასეთი შეცდომების დაშვების გამო ისჯები. ჩემპიონატზე გავამახვილებთ ყურადღებას".

"ვცდილობდით წარმატებისთვის მიგვეღწია. ამას ჩაფლავებად არ აღვიქვამთ. მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ახლა ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა", - დასძინა ხავიმ.