ავტორიზაცია

არაუხო: "ევროპა ლიგის მოგება გვინდოდა და შეიძლება ითქვას, რომ ჩავფლავდით"

არაუხო: "ევროპა ლიგის მოგება გვინდოდა და შეიძლება ითქვას, რომ ჩავფლავდით"
თარიღი 15 აპრ 2022, 10:26

"ბარსელონას" მცველმა, რონალდ არაუხომ ევროპა ლიგაზე "აინტრახტთან" გამართული საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შედეგი შეაფასა.

მოგეხსენებათ, კატალონიელები ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

"საწყენია ამ მატჩის წაგება. მიუხედავად შედეგისა, კარგი თამაში ჩავატარეთ. საჭირო მომენტებში ახორციელებდნენ დარტყმებს. ჩვენს კართან 3-ჯერ მოვიდნენ და 3 გოლი გაგვიტანეს".

"არსებობს დაუშვებელი შეცდომები და სწორედ ამიტომ ვერ გავედით მომდევნო ეტაპზე. კონტრშეტევების დროს მეტი მოთმინება და სიფხიზლე გვჭირდებოდა. ამ დეტალებს უკეთ უნდა მოვრგებოდით".

"ამ გუნდის დონის გათვალისწინებით, დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ჩავფლავდით, რადგან ევროპა ლიგის მოგება გვინდოდა. თავი უნდა ავწიოთ. ბედნიერები ვართ, კარგად ვმუშაობთ. არის ჩემპიონატი და მომდევნო სეზონი, რომელიც უდავოდ შესანიშნავი იქნება", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Marca.