ავტორიზაცია

ევროპა ლიგის 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია – როდის გაიმართება მატჩები?

ევროპა ლიგის 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია – როდის გაიმართება მატჩები?
თარიღი 15 აპრ 2022, 10:35

ევროპა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ნახევარფინალური მატჩების ყველა მონაწილე გაირკვა, ცნობილია წყვილებიც.

ასე და ამგვარად, მეოთხედფინალური ეტაპის დაძლევა "ლაიფციგმა", "აინტრახტმა", "ვესტ ჰემმა" და "რეინჯერსმა" მოახერხეს.

შედეგად, ასეთი 1/2 ფინალური წყვილები მივიღეთ:

"ლაიფციგი" - "რეინჯერსი"

"ვესტ ჰემი" - "აინტრახტი"

პირველი მატჩები 28 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 5 მაისს. რაც შეეხება ფინალს, ტურნირის გადამწყვეტი დაპირისპირება 18 მაისისთვისაა დაგეგმილი.