პროტესტი კატალონიურად – რატომ დატოვა გუშინდელ მატჩში ბარსას ფანების ნაწილმა სტადიონი?

გუშინდელ შეხვედრაში "კამპ ნოუს" ტრიბუნებზე "აინტრახტის" უამრავი გულშემატკივარი მოგვევლინა, რამაც "ბარსელონას" ფანები ძალიან აღაშფოთა.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, ევროპა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩს, რომელიც ფრანკფურტელთა გამარჯვებით დასრულდა (2:3), გერმანული კლუბის 20 ათასზე მეტი თაყვანისმცემელი დაესწრო.
სწორედ ამიტომ, "კულეების" ნაწილმა პროტესტის ნიშნად შესვენებაზე სტადიონი დატოვა და მხოლოდ 55-ე წუთზე დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიაში "აინტრახტის" დაახლოებით 30 ათასი გულშემატკივარი იყო ჩასული.
მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" მოულოდნელად ტურნირს გამოეთიშნენ და მიმდინარე სეზონში მხოლოდ შიდა ჩემპიონატში იბრძოლებენ უმაღლესი პოზიციებისთვის.