საქმე სერიოზულადაა – პედრიმ შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრიმ ტრავმის გამო შეიძლება მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.
მოგეხსენებათ, 19 წლის ესპანელი ევროპა ლიგაზე "აინტრახტთან" (2:3) გამართული საპასუხო 1/4 ფინალური შეხვედრის შესვენებაზე შეცვალეს.
როგორც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრესსამსახური იტყობინება, პედრის ბარძაყის უკანა კუნთი აქვს დაზიანებული.
ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ აღნიშნული ტრავმის გამო პედრის ამ სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.