ავტორიზაცია

აინტრახტის მწვრთნელი: "თითოეულ მათგანს, ვინც დღეს კამპ ნოუზე იყო, ეს საღამო არასოდეს დაავიწყდება"

აინტრახტის მწვრთნელი: "თითოეულ მათგანს, ვინც დღეს კამპ ნოუზე იყო, ეს საღამო არასოდეს დაავიწყდება"
თარიღი 15 აპრ 2022, 12:05

"აინტრახტის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა ევროპა ლიგის 1/4 ფინალში "ბარსელონას" დამარცხებაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, ფრანკფურტელებმა კატალონიაში გამართულ საპასუხო დაპირისპირებაში ანგარიშით 3:2 იმარჯვეს და ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.

"ბიჭებმა დღეს წარმოუდგენლად ითამაშეს. მატჩის ბოლოს თამაში უფრო საინტერესო გავხადეთ, რაც სულაც არ იყო საჭირო".

"დიდი ქება ჩვენს ბიჭებსა და გულშემატკივრებს. თითოეულ მათგანს, ვინც დღეს აქ იყო, ეს საღამო არასოდეს დაავიწყდება".

"ესაა ფეხბურთის ის ემოციური მომენტები, რომელსაც ვერანაირი ფულით ვერ იყიდი", - ციტირებს "აინტრახტის" დამრიგებლის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.