ავტორიზაცია

სალაჰმა დაასახელა 4 საუკეთესო გოლკიპერი მათ შორის, რომელთა წინააღმდეგაც უთამაშია

სალაჰმა დაასახელა 4 საუკეთესო გოლკიპერი მათ შორის, რომელთა წინააღმდეგაც უთამაშია
თარიღი 15 აპრ 2022, 12:38

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა გამოარჩია ყველაზე ძლიერი მეკარეები მათ შორის, რომელთა წინააღმდეგაც უთამაშია.

"ერთს ვერ ავირჩევ, ამიტომაც ოთხს დავასახელებ. კასილასი, ბუფონი, ალისონი, ნოიერი. დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა შესანიშნავი მეკარეც არსებობს, მაგრამ ამ დროისთვის ისინი არ მახსენდება".

"რთულია განსაზღვრო, რომელია მათ შორის უძლიერესი. როცა იტალიაში ბუფონის წინააღმდეგ ვითამაშე, შთამბეჭდავი იყო".

"ის გრძნობა, რასაც ბუფონის წინააღმდეგ თამაშისას განიცდი, უბრალოდ წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია მისი კარიერაც, ფეხბურთში ყველაფერი მოიგო", - ციტირებს 29 წლის ეგვიპტელის სიტყვებს Sky Sports-ი.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე ერთად "ლივერპულის" ღირსება 40 მატჩში დაიცვა, 28 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.