ავტორიზაცია

ლივერპული და სალაჰი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან, დეტალებიც ცნობილია

ლივერპული და სალაჰი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან, დეტალებიც ცნობილია
თარიღი 11 აპრ 2022, 14:49

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, დევიდ ორნშტეინი იტყობინება, სავარაუდოდ, მხარეებს შორის კომპრომისი მოიძებნება და ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები 29 წლის ეგვიპტელს 3-წლიან კონტრაქტსა და კვირაში 400 ათას ფუნტიან ხელფასს სთავაზობენ, თუმცა თავად 500 ათასი სურს.

მიუხედავად ამისა, აღინიშნება, რომ კლუბი და ფეხბურთელი შესაძლოა 400 ათასზე და 4-წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.