ავტორიზაცია

ბარსელონას დირექტორი ლევანდოვსკის შესაძლო შეძენაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა

ბარსელონას დირექტორი ლევანდოვსკის შესაძლო შეძენაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა
თარიღი 15 Apr 2022, 13:01

"ბარსელონას" დირექტორმა, მატეუ ალემანიმ "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო შეძენაზე განცხადება გააკეთა.

"მას დიდი პატივისცემით ვეპყრობით, თავისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მაგრამ ჟურნალისტური სპეკულაციების სამყაროში ვცხოვრობთ".

"შემიძლია გითხრათ, რომ მასთან არანაირი შეთანხმება არ გვაქვს".

"თუ ერთ მშვენიერ დღეს ფეხბურთელით დავინტერესდებით, მის კლუბს დავუკავშირდებით", - ციტირებს ალემანის სიტყვებს Mundo Deportivo.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "ბარსელონაში" გადასვლა უნდა და "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ამის შესახებ უკვე აცნობა.