ავტორიზაცია

"ზღვასთან ვზივარ და ვწერ", - სალაჰმა გაამხილა, თუ რა რიტუალს ატარებს ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ

"ზღვასთან ვზივარ და ვწერ", - სალაჰმა გაამხილა, თუ რა რიტუალს ატარებს ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ
თარიღი 15 აპრ 2022, 13:23

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ისაუბრა იმ რიტუალის შესახებ, რომელსაც სეზონის დასრულების შემდეგ ატარებს.

"საკუთარ თავთან ძალიან გულწრფელი ვარ. ყოველი სეზონის შემდეგ ვჯდები და ვფიქრობ იმაზე, თუ რა მაქვს გასაუმჯობესებელი. ამ მიზნის მიღწევისკენ ვისწრაფვი. ძალიან გულწრფელი ვარ საკუთარ თავთან".

"შვებულებაში მარტო ვარ. ზღვასთან ვზივარ და ვწერ იმაზე, რისკენაც ვისწრაფვი. რაც უფრო ღია და გულწრფელი ვიქნები საკუთარ თავთან, მით უკეთესი. ბევრს ვწერ".

"ვწერ ჩემპიონთა ლიგის, პრემიერ ლიგის მოგებაზე. ეს მოტივაციას მაძლევს სეზონის განმავლობაში".

"მესმის, რომ კარგი სეზონი ჩავატარე, მაგრამ თუ ინდივიდუალური ჯილდოების მოგება გინდა, გუნდთან ერთად ტიტულები უნდა მოიგო", - ციტირებს 29 წლის ეგვიპტელის სიტყვებს ESPN-ი.