ლაპორტა: "მე, როგორც ბარსელონას გულშემატკივარს, მრცხვენია იმის გამო, რაც ტრიბუნებზე მოხდა"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "აინტრახტთან" (2:3) შეხვედრაში "კამპ ნოუზე" შექმნილ ვითარებას სამარცხვინო უწოდა.
კატალონიაში გამართულ შეხვედრას გერმანული კლუბის უამრავი გულშემატკივარი დაესწრო - სხვადასხვა შეფასებით, 20-დან 30 ათასამდე. ამის გამო, "ბარსას" ფანების ნაწილმა შესვენებაზე პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა.
"ის, რაც ტრიბუნებზე მოხდა, სირცხვილია, რომელიც არ უნდა განმეორდეს. ზომების მისაღებად არსებული ინფორმაცია უნდა შევაფასოთ".
"მკაცრები უნდა ვიყოთ და მსგავსი რაღაცები არ დავუშვათ. მე, როგორც "ბარსელონას" გულშემატკივარს, მრცხვენია".
"შემრცხვა იმის გამო, რაც ტრიბუნებზე დავინახე. ბოდიშს ვიხდი, ეს ძალიან სერიოზულია. უჩვეულო რამ მოხდა, ეს არ უნდა მომხდარიყო", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.