ავტორიზაცია

"ფეხბურთელებს სურთ იცოდნენ, რა მოხდა. ახსნას ვითხოვთ", - ხავი იმედგაცრუებას ვერ მალავს

"ფეხბურთელებს სურთ იცოდნენ, რა მოხდა. ახსნას ვითხოვთ", - ხავი იმედგაცრუებას ვერ მალავს
თარიღი 15 აპრ 2022, 15:22

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი "კამპ ნოუზე" "აინტრახტის" გულშემატკივართა რაოდენობით უკმაყოფილო დარჩა.

კატალონიაში გამართულ შეხვედრას (2:3) გერმანული კლუბის უამრავი გულშემატკივარი დაესწრო - სხვადასხვა შეფასებით, 20-დან 30 ათასამდე. ამის გამო, "ბარსას" ფანების ნაწილმა შესვენებაზე პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა.

"სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო საერთოდ არ დაგვხმარებია, ცხადია. ამან ჩვენზე გავლენა მოახდინა, კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საბაბი".

"ფინალს ჰგავდა, როცა სტადიონი ორ ნაწილადაა გაყოფილი. იმედები გაგვიცრუვდა. ჩვენმა ფეხბურთელებმაც კი გააკეთეს კომენტარი".

"გასახდელში სურთ იცოდნენ, რა მოხდა. ახსნას ვითხოვთ", - ციტირებს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Diario Sport-ი.