ავტორიზაცია

"ვიმედოვნებ, ყველაფერი მალე გაირკვევა", - ნაგელსმანი ლევანდოვსკის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე

"ვიმედოვნებ, ყველაფერი მალე გაირკვევა", - ნაგელსმანი ლევანდოვსკის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე
თარიღი 15 აპრ 2022, 18:41

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ჭორებზე იმის შესახებ, რომ გუნდის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

"არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ წასვლა უნდა. ყოველთვის დარჩენის სურვილს გამოთქვამდა. რა თქმა უნდა, მეც ეს მინდა".

"ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში ყველაფერი გაირკვევა", - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ცნობისთვის, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს მიუნხენურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

როგორც აქამდე დაიწერა, "ბაიერნის" ფორვარდმა "ბარსელონასთან" 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ზაფხულში კატალონიას მიაშურებს.