ავტორიზაცია

ჩაიბარებს თუ არა რუნი პრემიერ ლიგის უმწვრთნელოდ დარჩენილ აუტსაიდერს?

ჩაიბარებს თუ არა რუნი პრემიერ ლიგის უმწვრთნელოდ დარჩენილ აუტსაიდერს?
თარიღი 16 აპრ 2022, 16:29

"დერბის" ბოსმა, უეინ რუნიმ უარყო ის ჭორები, რომლებიც მას ბარნლიში გადასვლას უკავშირებენ: ""ვფიქრობ, ეს არის კომპლიმენტი ჩემთვის, ჩემი პერსონალისთვის და ჩვენი აქ მუშაობისთვის, როცა პრემიერ ლიგის კლუბებს გვიკავშირებენ".

"გაკვირვებული ვიყავი შონ დაიჩის გათავისუფლების ამბავით. მან ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა "ბარნლიში" ბოლო 10 წლის განმავლობაში. "მე ვნახე რამდენიმე ამბავი გაზეთებში".

"ჩემთვის მნიშვნელოვანია "დერბის" შენარჩუნებაზე ამ დივიზიონში ფოკუსირება და ჩემი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, იპოვის თუ არა ეს კლუბი ახალ მფლობელს", - განუცხადა რუნიმ Derbishire Live-ს.

ამჟამად "ბარნლი" ეძებს შონ დაიჩის შემცვლელს, რომელიც წინა დღეს გაათავისუფლეს, რუნი კი ტაბლოიდებმა ვაკანტურ თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელეს.