ხავი ევროპა ლიგიდან ბარსელონას გამოვარდნას ფილოსოფიური განცხადებით გამოეხმაურა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი ევროპა ლიგიდან გამოთიშვას ფილოსოფიური განცხადებით გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, კატალონიელები "აინტრახტთან" (2:3) "კამპ ნოუზე" გამართულ საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში დამარცხდნენ (პირველი შეხვედრა - 1:1).
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მცველმა, რონალდ არაუხომ ამ მარცხს "ჩაფლავება" უწოდა.
"სადაც ჩაფლავებაა, იქ არის სწავლაც. თუ ეს ჩაფლავებაა - მაგრამ ამ სიტყვის ხმარება არ მინდა - დაშვებული შეცდომები ჩვენთვის გაკვეთილი იქნება".
"ამ მარცხმა ჩვენს იდეალებში რწმენა უნდა გაგვიძლიეროს. დრო და მოთმინებაა საჭირო", - ციტირებს ხავის სიტყვებს Cadena SER-ი.