ავტორიზაცია

ზალცბურგი დორტმუნდს უკვე შეუთანხმდა, თუმცა თავად ადეიემი სხვა კლუბებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს

ზალცბურგი დორტმუნდს უკვე შეუთანხმდა, თუმცა თავად ადეიემი სხვა კლუბებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 16 აპრ 2022, 18:50

"ზალცბურგის" თავდამსხმელის, კარიმ ადეიემის ტრანსფერზე რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბი მუშაობს.

ავსტრიული კლუბი "დორტმუნდთან" გარიგებასთანაა ახლოს, რომელიც 20 წლის ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს იხდის.

თუმცა, ბორუსიელები თავად ადეიემის ვერ უთანხმდება პირადი კონტრაქტის პირობებზე. მხარეები რამდენიმე პუნქტსა და საბონუსე სისტემაზე ვერ აღწევენ კომპრომისს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის გაჩარხვა სამივე მხარეს სურს, ადეიემი პარალელურად "ლაიფციგთან", "პსჟ"-სთან და "ლივერპულთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე "ზალცბურგის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.