რა პოზიცია უკავია საფრანგეთის პრეზიდენტს პსჟ-დან მბაპეს შესაძლო წასვლის თაობაზე?
საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, რომ "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე პარიზული კლუბის რიგებში დარჩეს.
ემანუელ მაკრონი 23 წლის სუპერვარსკვლავს ფეხბურთისა და სხვა თემების შესახებ ხშირად ესაუბრება, იტყობინება RTL.
პოლიტიკოსსა და ფეხბურთელს ურთიერთობა 2018 წელს ჩამოუყალიბდათ, როცა მბაპემ ელისეის სასახლეში მაკრონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის გარემოცვას იმედი აქვს, რომ მბაპე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაკრონს დაუჭერს მხარს - პირდაპირ მოუწოდებს მოსახლეობას მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტისთვის ხმის მიცემისკენ.
შეგახსენებთ, კილიანს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტი მადრიდის "რეალია".